STV
პოლიტიკა

პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კაბინეტს მხარდაჭერა 98-მა დეპუტატმა გამოუცხადა.

გახარიას ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს, თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი ლევან იზორია ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა.

საქართველოს ვიცეპრემიერისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი შეინარჩუნა მაია ცქიტიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს კვლავ ნათია თურნავა, საგარეო საქმეთა სამინისტროს – დავით ზალკალიანი, ფინანსთა სამინისტროს – ივანე მაჭავარიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს – მიხეილ ბატიაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – ეკატერინე ტიკარაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს – ლევან დავითაშვილი, იუსტიციის სამინისტროს – თეა წულუკიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს კი ქეთევან ციხელაშვილი – უხელმძღვანელებს.

მამუკა ბახტაძემ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

Related posts

დავით ბაქრაძე – ჩვენი ამოცანაა, არასდროს ავყვეთ რუსეთს თამაშში

რედაქტორი

ზაზა სარალიძის დედა: მე პოლიციელებს არ ვუცემივარ, თვითონ წავიქეცი

რედაქტორი

სააკაშვილი – მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარაა, ნიკოლა სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან

რედაქტორი

დატოვე კომენტარი