STV
რეგიონი

ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდით სამუშაოების მიმდინარეობას სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო [ვიდეო]

ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი მდინარის 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს.

მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ფოთის მერთან და მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.

მდინარე კაპარჭას და პალიასტომის ტბის გაწმენდითი სამუშაოები საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ განხორციელებულა. ბუნებრივმა პროცესებმა მტკნარი წყლების კლება და ტბის ნაწილის დეგრადირება გამოიწვია. მომრავლდა ქვეწარმავლები, კოღოები და სხვა მწერები, რაც ადგილობრივებს პრობლემებს უქმნიდა. არხებისა და მდინარის ძირზე დაწყებულია მკვდარი მცენარეული მასის და პირველ რიგში, ტორფის აჭრილი ფენების წყალში გახრწნა, რამაც მავნე ბიოლოგიური ელემენტების დიდი რაოდენობით წარმოქმნა და იმავე ნივთიერებებით პალიასტომის შენაკადების დაბინძურება გამოიწვია.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს როგორც მდინარე კაპარჭას წყალგამტარიანობისა და შესაბამისად პალიასტომის ტბის ეკოსისტემის აღდგენას, თევზის ენდემური სახეობების შენარჩუნებას, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას.

პროექტის ღირებულება 1 500 000 ლ არ ია, იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, განხორციელდება. ეს არის პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენის I ეტაპის სამუშაო, რომლის განხორციელების შემდეგ შესაძლებელი გახდება პალიასტომის ტბის პრობლემების უფრო ეფექტური გადაჭრა.

პარალელურად მიმდინარეობს ახალი სანიჩბოსნო ბაზის საპროექტო სამუშაოები, რომლის განხილვაც დღეს ფოთის მერიაში მოხდა. მდინარე კაპარჭას მიმდებარედ, ბესიკის ქუჩაზე არსებული სანიჩბოსნო სკოლის ტერიტორიაზე, თანამედროვე ევროპული სტანდარტების სანიჩბოსნო ბაზა აშენდება, საცურაო აუზითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. არსებული ამორტიზებული ნაგებობები კი დემონტაჟს დაექვემდებარება.

ახალი სანიჩბოსნო ბაზის მშენებლობა მნიშვნელოვანია, როგორც სპორტის აღნიშნული სახეობის განვითარებისა და არსებული ტრადიციების აღორძინების, ისე ქალაქის ეკონომიკური განვითარების კუთხით.

Related posts

ზუგდიდის გამგეობიდან დათხოვნილებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს

რედაქტორი

C ჰეპატიტის წარმატებული მკურნალობა და მიღწევები ქვეყანაში -კონფერენცია ზუგდიდში

რედაქტორი

ზუგდიდის მერობის კანდიდატი ცრუობს? – სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი