STV
რეგიონი

მერმა ხილის ჩირის მწარმოებელი საწარმო დაათვალიერა

ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ხილის ჩირის მწარმოებელი სოციალური საწარმო ფუნქციონირებს.

საწარმო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ, „თოლისკურის“ ხელმძღვანელთან, გვანცა კიკალეიშვილთან ერთად დაათვალიერა.

სოციალური საწარმო „თოლისკური“ ევროკავშირის დაფინანსებით და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“  პროექტის – „სოციალური მეწარმეობა  – ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“  ფარგლებში შეიქმნა.

ჩირი ადგილობრივი ნედლეულისგან მზადდება. საწარმოში დასაქმებულია იძულებით გადაადგილებული ორი პირი.

 

Related posts

წალენჯიხის მერმა რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

რედაქტორი

ზუგდიდის #20 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა, ადგილზე პოლიცაა

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენლებს შეხვდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი