STV
რეკლამა

სენაკის მერმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში სამშაბათის ტრადიციული თათბირი ჩატარდა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი უძღვებოდა. თათბირს მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ების დირექტორები დაესწრნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა მოისმინა ინფორმაციები ინფრასტრუქტურული პროექტების, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებზე განხორციელებული, მიმდინარე და ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების, ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობის, გამოცხადებული ტენდერების, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დაფინანსებული პროექტების, მიმდინარე და დაგეგმილი სოციალური და კულტურული აქტივობების შესახებ.

ლევან კუპრეიშვილმა წარმომადგენლებს მისცა მითითება ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემების დროულად და ეფექტურად მოგვარების თაობაზე.

მერმა სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მეტი მობილიზაციისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე დაისახა მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები, ასევე სამუშაო გეგმათა განხორციელების კონცეფციები.

Related posts

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ მაშინ საქართველო მისი დასავლური არჩევანის გამო დაისაჯა (R)

რედაქტორი

გმირების მშობელი ქალაქი არასოდეს დაივიწყებს გამორჩეულ შვილებს

რედაქტორი

ეკა ბესელია – ჩვენ გვყავს კანდიდატი ქალი, რომელსაც ვუჭერთ მხარს  28 ოქტომბრის არჩევნებზე!

რედაქტორი

დატოვე კომენტარი