STV
რეგიონი

სოფელ ეწერში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

სოფელ ეწერში საავტომობილო გზის 6.2 კილომეტიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 3086812ლარს.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული დავით სიჭინავა ასრულებს. გზების გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთ წლებია უგზოობა აწუხებთ.

მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თემურ ღვინჯილიამ.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

Related posts

დავით ფარცვანია აბაშაში ფერმერებს შეხვდა

რედაქტორი

შინმოვლის პროგრამა ,,მზრუნველი მობილური ჯგუფი“- ზუგდიდში 100-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული

რედაქტორი

სოფელ ქვედა ჩხოროწყუში ასფალტირებული გზა იგება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი