STV
რეგიონი

ზუგდიდის სოფლებში მანქანა-ლაბორატორიები გამოჩნდნენ

აზიური ფაროსანასა და სხვა მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მანქანა-ლაბორატორია, სოფლებში გადაადგილდება. მოძრავი ლაბორატორია აღჭურვილია საველე სამუშაოებისათვის საჭირო უახლესი თანამედროვე აპარატურითა და ხელსაწყოებით.

დღეს, გასვლითი შეხვედრები ანაკლიას, ორსანტიასა და კოკის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა, სადაც მობილური ლაბორატორიის მეშვეობით, ადგილზე შემოწმდა მოსახლეობის მიერ მოტანილი ხილ-ბოსტნეულის ნიმუშები და ფიტოსანიტრების მიერ გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

მოსახლეობასთან შეხვედრებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

Related posts

მერობის კანდიდატმა გიგა ოთხოზორიას ოჯახი მოინახულა

რედაქტორი

ხობის სოფლებში ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან

რედაქტორი

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციას ანაკლიაში მართავს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი