STV
რეკლამა

პატრიარქის მოსაყდრემ სენაკის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა

მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში, ლიტურღია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა.

ამ დღეს, უფლის წინამორბედის სახელობის ტაძარი მომლოცველთა სიმრავლით გამოირჩევა. ლიტურღიის დასრულების შემდეგ, რომელსაც მრევლთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მეუფე შიომ მონატრებულ სამწყსოს ქადაგებით მიმართა.

წირვის შემდგომ, მომლოცველებს ზემო თეკლათის დედათა მონასტერში დაცული და ამ დღეს საკათედრო ტაძარში გადმობრძანებული დიდი სიწმინდის – იოანე ნათლისმცემლის თითის ნაწილის მთხვევის შესაძლებლობა ჰქონდათ.

Related posts

სენაკის მერიამ შშმ პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადასცა

რედაქტორი

სქურდილას უბანში საფეხმავლო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

რედაქტორი

ზურაბიშვილის მხარდამჭერი შეხვედრა ზუგდიდში, ბარამიას და ხორავას ქუჩაზე

რედაქტორი

დატოვე კომენტარი