STV
რეგიონი

გუბერნატორის მოადგილემ სოციალურად დაუცველებთან ერთად უფასო სასადილოში ისადილა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით ფარცვანია და დავით ვერავა, ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან ერთად ზუგდიდის უფასო სასადილოში იმყოფებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები იქ არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს გაეცნენ და ბენეფიციარებრებისგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

ზუგდიდის უფასო სასადილოში 280 ბენეფიციარი ირიცხება, რომლებიც სასადილოს მომსახურებით ყოველდღე (კვირის გარდა) სარგებლობენ.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით უფასო სასადილოს მენიუ და მომსახურება მომავალი წლიდან კიდევ უფრო გაუმჯობესდება. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რეგიონის უფასო სასადილოებში არსებულ ვითარებას ყველა მუნიციპალიტეტში გაეცნობიან და ბენეფიციარებს შეხვდებიან.

Related posts

ფოთში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა

რედაქტორი

ანაკლიასა და მიმდებარე სოფლებში 70-მდე ადგილობრივი გადამზადდება

რედაქტორი

სენაკში, ჟიული შარტავას ძეგლის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი