STV
სხვა ამბები

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები სკოლის დაწყებამდე აცრან

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით მშობლებს მოუწოდებს ბავშვის აცრების კალენდარი გადაამოწმონ და ბავშვები წითელაზე აცრან, თუ შესაბამისი აცრა ორჯერ გაკეთებული არ აქვთ .

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით 2019 წელს საქართველოში წითელას 3 910 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ორი ლეტალურად დასრულდა . მისივე თქმით ,
გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბავშვებში დაფიქსირდა და არც ერთ მათგანს აცრა არ ჰქონდა გაკეთებული.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 20-დან 40 წლამდე ქალბატონებსაც მოუწოდებს, აცრა გაიკეთონ, მსგავს შემთხვევეში ბავშვიც დაცული იქნება.

ამირან გამყრელიძემ გეგმური იმუნიზაციით მოცვის პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა დიდ ქალაქებში, თუმცა 2019 წლის მეორე ნახევრიდან წითელას გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაღმავალ ფაზაში გადავიდა.

„წითელას ეპიდაფეთქება დამშვიდებისკენ წამოვიდა სამი თვეზე მეტია. დღევანდელი მონაცემებით, ერთეული შემთხვევები გვაქვს კვირაში, მაგრამ მაინც არის. ვერ შეედრება იმას, რაც გვქონდა იანვარში, თებერვალში, მარტში, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ქვეყანაში წითელას საწინააღმდეგო ე.წ. იმუნური ფენა მაინც დაბალი რჩება მიუხედავად იმისა, რომ წელს 150 ათასი დამატებით ავცერით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Related posts

1 აგვისტოდან 20 აგვისტომდე საქართველოში აივ ინფიცირებულთა რაოდენობა 36-ით გაიზარდა

რედაქტორი

TELEGUIDE – ზუგდიდელი სტუდენტის მიერ შექმნილი ახალი აპლიკაცია

რედაქტორი

მაღალჩინოსნების ხელფასებზე და დანამატებზე ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი