STV
რეგიონი

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციას ანაკლიაში მართავს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ამ წუთებში ანაკლიაში იმართება. დღევანდელ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი ორგანიზაციის სახელწოდება და მიზნები. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მოძრაობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.

ამ დროისთვის ცნობილია ის, რომ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი საპარლამენტო მდივანი, იურისტი ანა ნაცვლიშვილი იქნება.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ 9 ივლისს  განაცხადა.

Related posts

რუხში ინოვაციების ფესტივალი გაიმართა

რედაქტორი

ფესტივალის სამზადისი ანაკლიაში აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

ზუგდიდში ,,არაფერი მოქალაქეებზე-მოქალაქეების გარეშე „ ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი