STV
კულტურა

მსოფლიო ვარსკვლავი დევიდ გერეტი თბილისში კონცერტს გამართავს

საქართველოს კულტურის პალატის მოწვევითა და ორგანიზებით დევიდ გერეტი – ახალი ალბომით “UNLIMITED – LIVE 2019” – თავის შემოქმედების 10 წელს 13 სექტემბერს თბილისში აღნიშნავს . დევიდ გარეტი ბენდთან ერთად, ახალი „ქროსოვერის“ პროგრამით ესტუმრება. კონცერტი 20:00 საათზე სპორტის სასახლეში დაიწყება.

„მე დიდი სიხარულით ველოდები საკონცერტო ტურნეს “UNLIMITED –LIVE 2019“ . ახლა, ისე როგორც არასდროს, მსურს ჩემი თაყვანისმცემლები გადავიყვანო მომხიბლავ მუსიკალურ მოგზაურობაში და ჩემს ჯგუფთან, ჩემს მეგობრებთან და თაყვანისმცემლებთან ერთად საზეიმოდ ავღნიშნო ჩემი მუსიკალური შემოქმედების ათი წელი.“

მისი უკანასკნელი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მსოფლიო ტურნე “EXPLOSIVE LIVE” გაიმართა 20 ქვეყანაში და გაიყიდა 400,000-ზე მეტი ბილეთი.

სრულიად ახალ კომპოზიციებთან ერთად, ის შეასრულებს უკანასკნელი ათწლეულის თავის ყველაზე პოპულარულ კომპოზიციებს, როგორებიცაა: “Smooth Criminal”, “Nothing Else Matters”, “He’s a Pirate”, “Viva la Viva”,“Thunderstrck”. განსაკუთრებული სიურპრიზი იქნება მისი საუკეთესო ნაწარმოებები, რომლებიც არ იქნება ჩართული ელექტროქსელში და შექმნის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ მომენტებ პროგრამის მსვლელობის დროს. “UNLIMITED” აგრეთვე იქნება არტისტის პერსონალური რეტროსპექტივა.

გასულ წელს დევიდ გერეტის მე-10 ალბომმა „Rock Revolution” დაიკავა მე-8 ადგილი გერმანიის ტოპ-ათეულში. პოპ-ვარსკვლავებს შორის პაგანინად, ხოლო მევიოლინეებს შორის ჯიმი ჰენდრიქსად აღიარებული დევიდ გერეტი ფლობს, როგორც როკ-ვარსკვლავის ქარიზმას, ასევე ვირტუოზული შესრულების უნარს, რომელიც ხელეწიფება მხოლოდ ჩვენი დროის საუკეთესო ინსტრუმენტალისტებს. მას 3 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული, 24 ოქროს და 16 პლატინის ჯილდო აქვს მიღებული ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: გერმანია, ჰონგკონგი, მექსიკა, სინგაპური, ტაივანი და ბრაზილია. მის პერფორმანსებზე მილიონობით ბილეთია გაყიდული. დევიდ გერეტი არის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა WWW.TKT.GE ვებ-გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი.

Related posts

სენაკში ნადეჟდა გვაძაბიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

რედაქტორი

სენაკის მერიაში მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორს უმასპინძლეს

რედაქტორი

აშილ მიურატის შთამომავლებმა ზუგდიდში, ისტორიული ფოტოების გამოფენა გამართეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი