STV
რეგიონი

სოფელ რუხში მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დასრულდა

სოფელ რუხში მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა და გარე პერიმეტრის დასუფთავების სამუშაოები. კლინიკაში მოეწყო აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა. დასრულებულია დამხმარე ნაგებობების, სამრეცხაო და სასადილო კომპლექსის მშენებლობა, დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა.

კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო ავტოსადგომები და შიდა გზები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 41 მლნ. ლარია.

პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ადგილმდებარეობის თვალსაზრისით. ამოქმედების შემდეგ, საავადმყოფო რეგიონისა და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს მოემსახურება. კლინიკა 220 საწოლზეა გათვლილი. სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის იფუნქციონირებს 100 ადგილიანი საერთო საცხოვრებელი.

კლინიკის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ შეასრულა. შეფასების პროცედურის დასრულების შემდეგ, ობიექტი ოპერირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენლებს შეხვდა

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია: ჩვენ შევძლებთ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესებას, მოზიდვას და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციას

რედაქტორი

სამეგრელოს გუბერნატორი ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი