STV
პოლიტიკა

ეროვნული ბანკი საბანკო რეგულაციებს გადახედავს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, 2019 წლის დასაწყისში ამოქმედებული ახალი რეგულაციების, ძირითადი მიზნები მიღწეულია და ეროვნული ბანკი უშვებს შესაძლებლობას რომ რეგულაციების წესები გადაიხედოს და იყოს უფრო გამარტივებული. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კონრად ადენაუერის ფონდისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ჩვენ ყოველთვის ვუშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს რეგულაციების გადახედვა, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ პროცესი ამგვარად წარიმართებოდა ვმუშაობთ იმაზე, რომ უფრო გამარტივდეს რეგულაციები და იყოს უფრო მეტად გასაგები. ასევე ვმუშაობთ, რომ თუ კი არსებობს ამ ნაწილში რაიმე ბიუროკრატიული ტვირთი მის ჩამოშორებაზე”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გვენეტაძის თქმით, დაახლოებით 9 თვეა გასულიახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან და “ის ძირითადი მიზნები რის მიღწევასაც ვფიქრობდით მიღწეულია. ჩვენ ვხედავთ, ამ სფეროში პორტფელის გაჯანსაღებას, ანუ, სესხები გაიცემა უფრო კარგი მაჩვენებლებით და უფრო კარგი სტანდარტებით”, – თქვა გვენეტაძემ.

საბანკო რეგულაციების გადახედვასთან დაკავშირებით კომენტარი თბილისის მერმა და “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ივნისში გააკეთა. მაშინ კალაძემ თქვა, რომ ხელისუფლებას საბანკო რეგულაციების გადახედვა მოუწევს.

Related posts

NDI: – დემოკრატიული მმართველობა საქართველოს ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილი – როგორც მომავალი მთავარსარდალი, პატივისცემას ვუცხადებ სამხედრო ძალებს

რედაქტორი

ბიძინა ივანიშვილი – გამოწვევებს, რაც ჩვენ გვაქვს, ძლიერი სახელმწიფო სჭირდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი