STV
სხვა ამბები

Facebook-ის „ჭკვიანმა სათვალეებმა“ შესაძლოა ტელეფონს კონკურენცია გაუწიოს

Facebook-ი, სავარაუდოდ, „ჭკვიან სათვალეებზე“ მუშაობს, – წერს Mashable, რომელიც პროექტს „სუპერ საიდუმლოს“ უწოდებს.

გამოცემის ცნობით, Facebook-ი ამ სათვალეებით მობილური ტელეფონებისთვის კონკურენციის გაწევას შეეცდება და მის ფუნქციებში ზარის განხორციელების შესაძლებლობაც შევა. ასევე, ცნობილი ხდება, რომ Facebook-ი Ray-Ban-ის დამფუძნებელ კომპანია Luxottica-სთან ითანამშრომლებს, რათა მომხმარებლებისთვის სათვალეების დიზაინიც მიმზიდველი იყოს.

თუმცა, Mashable-ს შეფასებით, ე.წ. ჭკვიანი სათვალეების დიზაინისთვის Luxottica-სთან თავის დროზე Google-მაც იმუშავა, მაგრამ ამ უკანასკნელის სათვალეები მომხმარებლისთვის ესთეტიკური არ აღმოჩნდა. „შესაბამისად, Luxottica კარგი დიზაინის გარანტია არ არის“, – წერს Mashable.

Facebook-ის ჭკვიანი სათვალეების სახელი, გავრცელებული ცნობით, Orion-ი იქნება და ბაზარზე 2023-2025 წლებისთვის გამოჩნდება.

Related posts

,,შატო დემი’’- ღვინის მარანი, საოჯახო სასტუმრო ზღაპრული ეზოთი და ტრადიცული ქართული სუფრა ბროწეულაში

რედაქტორი

თედო რეხვიაშვილი – მსოფლიოს თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად ჩვენ ვწერთ საქართველოს თავისუფლების ისტორიას!

რედაქტორი

თორნიკე ნაროზაული – “მე და ჩემი მეგობრები ვიყავით აქციაზე იმ დღეს, როდესაც არა დარბევა, არამედ, პარლამენტზე თავდასხმა მოხდა”

რედაქტორი

დატოვე კომენტარი