STV
შემთხვევა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – დაშავებულია 5 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდში გამარჯვებისა და 8 მარტის ქუჩის კვეთაზე. ერთმანეთს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მანქანა და მსუბუქი ავტომანქანა ფოლსვაგენ ჯეტა შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ისინი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სსკ 276 მუხლის 2-ე ნაწილით.

როგორც სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი აცხადებს, მას სირენა ჩართული ჰქონდა და ავადმყოფი გადაჰყავდა. რაც შეეხება მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს ის ახალგაზრდა ქალბატონია და ისიც გადაყვანილია ჰოსპიტალში.

Related posts

ზუგდიდში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 10 წლის მოზარდი დაშავდა

რედაქტორი

სოფელ ფახულანში ხანძარს 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

რედაქტორი

ინციდენტი ზუგდიდის N87 საარჩევნო უბანზე

რედაქტორი

დატოვე კომენტარი