STV
კულტურა

12 ოქტომბერს ანსამბლ ,,ფორტე’’-ს 30 წლის საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნა გაიმართება

ანსამბლი ,,ფორტე“ 30 წლისაა. 12 ოქტომბერს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაში ჯგუფის შემოქმედებითი საღამო და ვარკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართება. ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებითა და ლილო მოლის მხარდაჭერით ტარდება.

კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის განცხადებით, ანსამბლი ქართველი მსმენელის წინაშე ბენდთან და ორკესტრთან ერთად წარსდგება, სადაც წლების განმავლობაში, ჯგუფის მიერ შესრულებული სიმღერები შესრულდება. გარდა ამისა, მომღერლები ახალ სიმღერებსაც წარადგენენ.

კონცერტის რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე, ახალი სიმღერების ვერსიების ავტორი ნიკა ნიკუაშვილი. საღამოს დასასრულს კი, ფილარმონიის წინ საზეიმოდ ,,ფორტე“-ს სახელობის ვარკვლავი გაიხსნება.

ჯგუფის წევრები არიან ზურა მანჯავიძე, ნინო ახობაძე, მანანა მაისურაძე, ირინა კახნიაშვილი და ნუცა ჯანელიძე.

ანსამბლი 1991 წელ შეიქმნა თბილისში. 2000 წელს ორკესტრთან ერთად გაიმართა მათი სოლო კონცერტი. ანსამბლის შემოქმედებითი ისტორია ქართევლი მსმენელისთვის ბევრ საყვარელ პოპულარულ სიმღერას ითვლის. შემდგომ იყო „არტ იმედის“ პროექტი, ფესტივალი „ქართული სული“ და სხვა.

ანსამბლი ხშირად მოგზაურობს და მართავს ტურნეს როგორც საქართველოს რეგიონებში , ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ჯგუფს მიღებული აქვს არა ერთი ჯილდო , მათ შორის 2001 წელს ფესტივალზე „წლის სიმღერა“ გადაცეათ პრიზი სიმღერისთვის „პოპური“, 2002 წელს ფესტივალზე „წლის სიმღერა“ -გადაეცათ პრიზი სიმღერისთვის „თბილისის მზეს“, 2003 წელს ფესტივალზე „აზიის ხმა“ (უზბეკეთში) დაჯილდოვდა პრიზით – ხალხის სიმპათია. არიან „ოქროს დისკის“ მფლობელები.
ჯგუფი დღემდე აქტიურ მუსიკალურ ცხოვრებას ეწევა.

Related posts

ბიძინა ივანიშვილის დახმარებით თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოს დაუბრუნდა

რედაქტორი

დავით ცინცაძე – ადამიანისთვის ყველაზე დიდი პატივისცემა ნდობაა

რედაქტორი

სენაკის მუსიკალური ფესტივალი გალა-კონცერტით საზეიმოდ დაიხურა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი