STV
კონფლიქტი

ირაკლი ბერაია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად კონფლიქტისპირა სოფლებში იმყოფებოდა

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებითან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს მდებარე სოფლებში – ხურჩაში ფახულანში და განმუხურში იმყოფებოდა.

როგორც ბერაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კომისიის ვიზიტის მიზანი ვითარების ადგილზე გაცნობაა. მისი თქმით, ე.წ. კონფლიქტისპირა სოფლებში მკაფიოდ ჩანს ის მძიმე ვითარება და არსებული ხელოვნული ბარიერები, რომლის დანიშნულებაც მოსახლეობის იზოლაციაა.

როგორც ბერაიამ აღნიშნა, საუკეთესო გამოსავალი ამ სიძნელის გადასახალახავად არის მშვიდობა, დეოკუპაცია და შერიგება.

Related posts

აფხაზები რუსეთის საზღვართან პროტესტის ნიშნად ტონობით მანდარინს ყრიან [ვიდეო]

რედაქტორი

პრემიერი: “საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არსებობს ეთნიკური კონფლიქტი”

რედაქტორი

სოხუმში ნომერ მეორე სკოლა იწვის

რედაქტორი

დატოვე კომენტარი