STV
რეგიონი

სამეგრელოში ადგილობრივი ხელისუფლება ხალხთან შეხვედრებს განაგრძობს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, პარლამენტის წევრი, კობა კობალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, დავით ფარცვანია, პ/მაისისა და მარნის ადმინისტრაციული ერთეულებში, პ/მაისის, გაუწყინარის, მარნისა და მარანჭალის მოსახლეობას შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მოქალაქეების საჭიროებებს, შეხვედრებზე სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები საჭირო და აუცილებელია, რათა მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მოხდეს საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხების გამოკვეთა და შესაბამისი პროექტების განხორციელება.

შეხვედრაზე მოსახლეობამ პრიორიტეტებად გამოკვეთა საგზაო ინფრასტრუქტურის, საძოვრების, სანიაღვრე არხების საკითხები.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც აქტიურად გაგრძელდება.

Related posts

შპს ,,ბარვილ ჯორჯიას” თანამშრომლები გაიფიცნენ

რედაქტორი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საჯარო შეხვედრა გაიმართა ზუგდიდში

რედაქტორი

მოემატებათ თუ არა ზუგდიდის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები? – საკრებულო ხვალ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი