STV
ექსკლუზივი

ექსკლუზივი: ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულმა ციხეში თავი მოიკლა

ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულმა გიორგი წურწუმიამ ქუთაისის ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ DayNews-ს საკუთარმა წყარომ ექსკლუზიურად განუცხადა. ამ წუთებში წურწუმიას ოჯახის წევრები და ახლობლები ქუთაისში, შემთხვევის ადგილზე მიემგზავრებიან. მათთვის ჯერჯერობით უცნობია თვითმკვლელობის დეტალები.

2019 წლის 30 სექტემბერს, წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ბრალდებული N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს საკანში, სადაც იგი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. 2019 წლის 1 ოქტომბერს, 16:28 სთ-ზე ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიკიდა.

დაწესებულების თანამშრომლების მიერ გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პარალელურად პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მიერ დაიწყო სარეანიმაციო ღონისძიებები. სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაწესებულებაში 17:30 სთ-ზე მივიდა, მაგრამ მიუხედავად მედპერსონალის მცდელობისა, 17:53 სთ-ზე დაფიქსირდა ბრალდებულის გარდაცვალება.

მომხდარის შესახებ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის მოსპობა) და ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა). ამჟამად საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

ცნობისთვის, 28 სექტემბერს, გიორგი წურწუმიამ ძმას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა გულმკერდის არეში და დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 15 ნოემბერს დაინიშნა.

Related posts

გიორგი სიგუა მიხეილ სააკაშვილის ბანაკში (ექსკლუზივი)

dima

ექსკლუზივი: ზუგდიდში, შუახნის მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

რედაქტორი

“ის ტირანია, რომელიც სადამ ჰუსეინს ჰგავს” – სააკაშვილი გამსახურდიაზე

რედაქტორი

დატოვე კომენტარი