STV
რეგიონი

დავით ფარცვანია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა და ახალგაზრდული მიმართულებით არსებულ გეგმებზე ესაუბრა.

დავით ფარცვანიამ ახალგაზრდებისგან რეგიონის განვითარების ხედვები მოისმინა და მათთან ერთად არსებული საჭიროებების მოგვარებაზე იმსჯელა.

შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ორგანიზებით პროექტ „გაიცანი პროფესია“ ფარგლებში ჩატარდა.

დავით ფარცვანიამ დღესვე მოსწავლეებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია დაათვალიერებინა და თანამშრომელთა მუშაობა გააცნო.

Related posts

მოწერელია: “დედამიწას ვინ რამდენჯერ დაარტყამს წრეს მე ვერ მოგახსენებთ მაგრამ, სამეგრელოს რეგიონს კი ბატონო შეიძლება წრე დავარტყათ”

რედაქტორი

დავით ვერავა წალენჯიხაში უფასო სასადილოებში არსებულ ვითარებას გაეცნო

რედაქტორი

ზუგდიდის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი