STV
რეკლამა

სენაკში სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია

სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. ქალაქად და სოფლად, დარჩენილი ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, შესაბამისი სამსახურებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის ობიექტებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება შემდეგ ობიექტებზე:

ქ. სენაკში – ჩიქოვანის ქუჩიდან ვაჩნაძის ქუჩის მიმართულებით, სანიაღვრე არხზე, 6 მეტრ მანძილზე, მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციით, მილხიდის და ცხაურის მოწყობა ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის საგუგუნაოს უბანში – სასაფლაომდე მისასვლელ საავტომობილო გზაზე ორი მილხიდის დემონტაჟი და სათავისებით მილხიდების მოწყობა ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საგიგიბერიოს უბანში – ხიდბოგირის გაფართოება და მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციით, კედლის მოწყობა

ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საგიგიბერიოს უბანში – ხიდბოგირის გაფართოებისა და ღელეს ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საგიგიბერიოს უბანში – გაბიონის მოწყობა

აღნიშნულ სამუშაოებს, ღირებულებით 76 496, 51 ლარი, შპს ,,TWINS თვინსი“ ახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ასევე აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის ობიექტებზე:
ქალაქ სენაკში – ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე სანიაღვრე არხზე ჩაქცეული რკინა-ბეტონის ჯებირის აღდგენა და სანიაღვრე არხის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
ჭავჭავაძის ქუჩაზე, ღელე ,,ფიცუზე“ – რკინა-ბეტონის ჯებირის მოწყობა
თეფანიას ქუჩაზე გამავალ ღელეზე – ჯებირის მოწყობა მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციით
თეფანიას ქუჩაზე გამავალ ღელეზე არსებული ხიდბოგირის საყრდენი კედლების მოწყობა
ტაბიძის ქუჩის გასწვრივ გამავალ ღელზე, 3 ადგილას, რკინა-ბეტონის ჯებირის და არსებული საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება
მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში – სოფელ სახარბედიოში, მდინარე ცივზე დამონტაჟებული სასმელი წყლის მილის რეაბილიტაცია
აღნიშნულ სამუშაოებს, ღირებულებით 98 111 ლარი, შპს ,,დაგი“ ახორციელებს.

Related posts

სალომე ზურაბიშვილი – დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები

რედაქტორი

სენაკში სისხლის დონორთა აქცია გაიმართა

რედაქტორი

ჩხოროწყუში ხელისუფლების წარმომადგენლები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ (R)

რედაქტორი

დატოვე კომენტარი