STV
რეკლამა

სენაკში საგანმანათლებლო პროექტი ,,საბავშვო არქოლოგია’’ დაიწყო

პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუზეუმ-ნაკრძალის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი ,,საბავშვო არქოლოგია’’ დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, დღეს, საგანგებოდ მოწყობილ იმიტირებულ გათხრებში მონაწილეობა სენაკის მე-3 საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა-ლიცეუმის მე-5 კლასელებმა მიიღეს.
,,საბავშვო არქეოლოგიის’’ ფარგლებში მიმდინარე გათხრების პროცესს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

არქეოლოგიური სამუშაოების მნიშვნელობისა და სპეციფიკის გაცნობის თვალსაზრისით, მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებისგან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მოსწავლეები სხვადასხვა ტიპის სამარხებს და დაკრძალვის უძველეს წესებს გაეცნენ.
ხელმძღვანელის უშუალო მითითებებით, არქეოლოგიური იარაღებით აღჭურვილმა მოსწავლეებმა, იმიტირებულ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც, მოპოვებული ნივთების აღწერა და ექსპონატების ,,ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში’’ ფიქსაცია მოახდინეს.

იმიტირებული გათხრების პირველი დღე, მონაწილეებზე ,,ნორჩი არქეოლოგის’’ სერთიფიკატების გადაცემით დასრულდა. პროექტი, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 300-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება. იგი, მოზარდის ჩვენი ქვეყნის უძველეს კულტურასთან ზიარებას, მათთვის ისტორიული მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლის და დაცვის აუცილებლობის ჩვევად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

Related posts

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილი: ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს

რედაქტორი

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი