STV
რეგიონი

ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ, მოადგილეებმა ბესო ჭეჟიამ და თაზო ფაცაციამ საჭადრაკო სკოლასა და N2 საჯარო ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

უკვე დასრულებულია ჭადრაკის სახლის კონსტრუქციული ნაწილის რეაბილიტაცია, არსებულ შენობაზე დაშენდა მეორე სართული, იგეგმება დამატებითი საკლასო ოთახების, დარბაზის, ადმინისტრაციის ოთახის, სანიტარული კვანძების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემის მოწყობა. განახლდება შენობის გარე იერსახე. შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. პროექტის ღირებულება 904 367 ლარია

დასკვნით ეტაპზეა ბერიას ქუჩაზე, N 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა. მისი ღირებულება 1 167 999 ლარია.
საბავშვო ბაღი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება, იფუნქციონირებს 5 ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს მიიღებს.

Related posts

ზუგდიდში საახალწლო ფესტივალი გაიმართება

რედაქტორი

სამეგრელოში ფაროსანასთან ბრძოლის ახალ მეთოდებზე ისაუბრეს

რედაქტორი

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი