STV
რეგიონი

,,თანატოლები თანასწორობისთვის“ – ზუგდიდში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დადიანების სასახლის ეზოში, ახალგაზრდული ფესტივალი „თანატოლები თანასწორობისთვის“ გაიმართა. ფესტივალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ გახსნა.

,,მოხარული ვარ, რომ ასეთი ლამაზი ახალგაზრდული ფესტივალი დღეს ზუგდიდში ტარდება. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. მადლობას ვუხდი ასოციაცია ,,ათინათს“ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების დაგეგმვისთვის და თითოეულ ახალგაზრდას ვინც აქ იმყოფება და ფესტივალში იღებს მონაწილეობას“ -აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები: სპორტული აქტივობები, არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენა, ცოცხალი ბიბლიოთეკა, სახეების მოხატვა, კაცების კულინარიული შეჯიბრი, ხელნაკეთი ნივთებისა და ფლორისტების გამოფენა-გაყიდვა, ახალგაზრდა სპიკერების კონკურსი და ინტელექტუალური შეჯიბრება გაიმართა.
ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდაა.

ფესტივალი ტარდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და ასოციაცია „ათინათის“ პარტნიორობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ფესტივალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Related posts

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ექვს მოქალაქეს მოტობლოკები გადაეცა

რედაქტორი

„რა გაკეთდა სამეგრელოში“ – ინტერნეტსივრცეში ახალი მობილური აპლიკაცია გამოჩნდა

რედაქტორი

„თესე სიკეთე“ – სოციალური პროექტი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის

რედაქტორი

დატოვე კომენტარი