STV
რეგიონი

ლუდუკ ხასიამ სენაკში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია სენაკის მუნიციპალიტეტის მერს ლევან კუპრეიშვილს, მერის პირველ მოადგილეს გრიგოლ ბაღათურიასა და მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათი შესრულების ვადებსა და ხარისხზე.

შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

Related posts

ზუგდიდში ფერმერთა დღე გაიმართა [ვიდეო]

რედაქტორი

სენაკში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

რედაქტორი

ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი