STV
რეკლამა

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში

სენაკის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შერჩეული ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ განისაზღვრა სოფლის პრიორიტეტები, რისთვისაც 32 000 ლარი გამოიყო:

მუხურის უბანში – ორი ჭაბურღილის კეთილმოწყობა
მუხურის უბანში – სანიაღვრე არხის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
მუხურის უბანში – მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა
მუხურის უბანში – მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
მუხურის უბანში – გარე განათების ქსელის მოწყობა
მუხურის უბანში – სტადიონის შემოღობვა და კეთილმოწყობა
საწოწერიოს უბანში – შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება
მეურნეობის უბანში – საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება 3კმ. მანძილზე
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, რვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

Related posts

სენაკის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილი – დღეს საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილი სენაკში ამომრჩევლებს შეხვდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი