STV
რეგიონი

ასოციაცია ,,თანხმობა“-მ, გამარჯვებული ბენეფიციარების დაჯილდოების ცერემონიალი გამართა

დადიანების სასახლის ეზოში, ასოციაცია ,,თანხმობა“-მ, პროექტის ფარგლებში გამარჯვებული ბენეფიციარების დაჯილდოების ცერემონიალი გამართა.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

,,მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისი ორგანიზებითა და დაფინანსებითაც ეს პროექტი განხორციელდა, რამეთუ აღნიშნული პროექტი ჩვენი მოქალაქეების რესოციალიზაციისა და ბიზნესში ადაპტირებისთვის მნიშვნელოვანი იყო.
პრობაციონერები სხვადასხვა სფეროს მიხედვით გადამზადნენ, რამაც ამ ადამიანებს თავიანთი ბიზნესის სრულყოფისა და განვითარების შესაძლებლობა მისცა. ვისურვებდი, რომ ბევრი მსგავსი პროექტი განხორციელდეს ჩვენს მუნიციპალიტეტში. ყველა ბენეფიციარს წარმატებებს ვუსრვებ და მჯერა, რომ ისინი თავიანთი მონდომებით კიდევ უფრო განავითარებენ და გააფართოვებენ თავიანთ ბიზნესს“-აღნიშნა ღონისძიებაზე გიორგი შენგელიამ.

ასოციაცია ,,თანხმობა“ თავის ავსტრიულ პარტნიორ ორგანიზაცია ,,Hilfswerk Austria International”-თან ერთად ახორციელებს ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს შიდა ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში, მსჯავრდებულების, პრობაციონერების, ყოფილი მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების მოკლევადიან პროფესიულ გადამზადებას და სხვადასხვა სარეაბილიტაციო, საინტეგრაციო სერვისების მიწოდებას, ასევე პროექტი მოიცავს ქსნის ნახევრად ღია ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოკლევადიანი სასწავლო კურსის ორგანიზებას და მინიმუმ 70 მსჯავრდებულის პროფესიულ გადამზადებას, რათა ხელი შეეწყოს მსჯავრდებულთა დასაქმებას ციხეში.

პროექტი იუსტიციის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის განხორციელდა მატერიალური მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 32 ბიზნეს განაცხადი, ჯამში 166 147 ლარის ფარგლებში.

გამარჯვებული ბენეფიციარებს ბიზნესის განსახორციელებლად სხვადასხვა ნივთები დღეს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
ღონისძიებას პროექტის დონორები და იუსტიციის სამინისტროდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Related posts

სამეგრელოს გუბერნატორმა ოკუპანტების მიერ გათავისუფლებული გიგლა მიქავა მოინახულა

რედაქტორი

მნიშვნელოვანი პროექტები სენაკში 2013-2018 წლები

რედაქტორი

ანაკლიაში, ფესტივალ Echowaves-ზე ერთი ადამიანი ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი