STV
რეგიონი

საკრებულოსა და აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის კანონშემოქმედებით სფეროში მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება, ერთობლივი სხდომების, სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზების ხელშეწყობა, ღონისძიებების დაგეგმვა-რეალიზაცია ზუგდიდში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამოვლენის, პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით.

„…აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა ადგილობრივი მოსახლეობის ორგანული ნაწილია და ყველა პრობლემა, სოციალური თუ სხვა სახის სერვისი მორგებულია მათ საჭიროებებზე. დღევანდელი დღე კიდევ უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმის, მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების საწინდარია. ასე რომ, სხვადასხვა სტრუქტურის გაერთიანება, რომლებიც დევნილთა პრობლემებზე მუშაობს, საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი საქმე გავაკეთოთ დევნილებისთვის, სანამ ისინი დაბრუნდებიან ჩვენს ძირძველ აფხაზეთში“. – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

Related posts

გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოასვენეს

რედაქტორი

მარტვილში 2013 – 2018 წლებში 109,2 კილომეტრი გზა დაიგო, რომლის ღირებულებამ 30 440 190 ლარი შეადგინა

რედაქტორი

“პრაიმედში” ბავშვთა დაცვის დღე სპეციალური აქციით აღნიშნეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი