STV
რეგიონი

ხელისუფლების წარმომადგენლები შავღელეს მოსახლეობას შეხვდნენ

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა შეხვდნენ

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან პრობლემების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს

შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილდა ყურადღება. საუბარი ასევე შეეხო სოფლის მეურნეობის პროგრამებს და 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარ პრიორიტეტებს

შეხვედრას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე და შუა ხევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდნენ

შავღელეში ხულოს, ქედის და შუა ხევის მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ

Related posts

ზუგდიდში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა

რედაქტორი

სოფელ რუხში მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დასრულდა

რედაქტორი

ზუგდიდში დაკავებული ბესიკ დებუაძის გათავისუფლებას ითხოვენ [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი