STV
რეკლამა

სენაკში “ვეტერანთა დღე” აღნიშნეს

,,ჩვენს ვეტერანებს, რომლებმაც ღირსეულად მოიხადეს მხედრული ვალი ღვთისა და ერის წინაშე, ვულოცავ ვეტერანთა დღეს. განსაკუთრებული პატივისცემა მინდა გამოვხატო ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სახელოვანი ვეტერანის – აგრაფინა ხუხიას მიმართ. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ომის ქარცეცხლიან დღეებგამოვლილი ადამიანების მიმართ ყურადღების გამოხატვა საპატიო და უმნიშვნელოვანი მისიაა“
– ამ სიტყვებით მიმართა დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ბიუსტთან შეკრებილ ვეტერანებს.

გენო ადამიას, ნოდარ კანკიასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტების გვირგვინებით შემკობის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეშვილი უხუცეს ვეტერანს – აგრაფინა ხუხიას ესტუმრა, ვეტერანთა დღე მიულოცა, საჩუქრები გადასცა და მას მხნეობა და დღეგრძელობა უსურვა.

ვეტერანის დღეს მიეძღვნა საჯარო ბიბლიოთეკასა და ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გამართული ღონისძიებები, რომელთაც მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

Related posts

მდინარაძე: ენმ და მისი პარტიული ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს საკუთარი საარჩევნო შედეგის გასაუმჯობესებლად

რედაქტორი

ვაკის ამრჩეველთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან ერთად მივიდა

რედაქტორი

სოფელ ახუთში ასფალტირებული გზა იგება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი