STV
რეკლამა

სენაკში რემა შელეგიასა და ნოკო ხურციას ხსოვნისადმი მიძღვილი საღამო გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის, სალოტბარო სკოლის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში ფოლკლორის საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელიც წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პედაგოგს ნათია დავითაიას მიჰყავდა, ქართული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებლებისა და ლოტბარების, სენაკის წიაღში აღზრდილი ხელოვანების – რემა შელეგიასა და ნოკო ხურციას შემოქმედება, ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მათი მნიშვნელოვანი ღვაწლი გაიხსენეს.

რემა შელეგიასა და ნოკო ხურციას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელსაც მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის დირექტორი ვეფხვია ვეფხვაძე, მსოფლიოში აღიარებული გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუსიკალური სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მონაწილეობა ფოლკლორულმა ჯგუფებმა – ,,კოლხურმა ტრიომ“, ,,ეგრისმა“, გოგალაიმ“, ვაჟთა ანსამბლმა, ხელოვნების ცენტრის ფოლკლორულმა ჯგუფმა და მგალობელ-მომღერალთა გუნდმა ,,იალონი“ მიიღეს.

Related posts

სალომე ზურაბიშვილი – ყველას წარსული ცნობილია, თუმცა ჩემი მიზანი ვიღაცის ლანძღვა და ფაქტების გახსენება არ არის

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილი – ნიკოლაძის საინტერესო ხედვები ჩემს პროგრამაში გადმოვიტანე

რედაქტორი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ფოტო-ვიდეო კონკურსი გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი