STV
რეგიონი

სოფელ რუხში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართა [ვიდეო]

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, საქართველოში USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორ მარიკა ოლსონსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ხელმძღვანელ ლევან წულაიასთან ერთად საქართველოში პირველი ხაჭაპურის ფესტივალი გახსნეს. ხაჭაპურის ფესტივალი წარმოადგენს ახალ ტურისტულ პროდუქტს, რომელიც საქართველოს გასტრონომიული კულტურისა და ხაჭაპურის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

რუხში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, საქართველოში USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორ მარიკა ოლსონსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ხელმძღვანელ ლევან წულაიასთან ერთად საქართველოში პირველი ხაჭაპურის ფესტივალი გახსნეს. ხაჭაპურის ფესტივალი წარმოადგენს ახალ ტურისტულ პროდუქტს, რომელიც საქართველოს გასტრონომიული კულტურისა და ხაჭაპურის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ქართული გასტრონომიის ეს დღესასწაული სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ, საქართველოში USAID-ის „ზრდა“ პროექტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრისა და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა.ამ შთამბეჭდავი ღონისძიების „ხაჭაპურის კონკურსში“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 37 მოყვარულმა და პროფესიონალმა მზარეულმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასები, მათ შორის, გურამ ბაღდოშვილის მესხური ხაჭაპური, ესმა კუნჭულიას გურული ღვეზელის საიდუმლო და ისტორია, დალი ცატავას და გასტრონომიის ასოციაციის კვლევა საქართველოს გასტრონომიული კულტურის შესახებ, ხაჭაპურის გზა UNESCO-მდე და ყველის ასოციაციის ხელმძღვანელის ანა მიქაძის ყველის ამოყვანის მასტერ-კლასი.ფესტივალი ასევე მოიცავდა რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობის მომზადების კონკურსს, ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:Ø მეგრული სამზარეულოს განუმეორებელი გემო – ბელა კუპრავაØ ყველაზე სწრაფი მზარეული დარეჯან ყოლანდარია (გარდენ პალასი)Ø ხაჭაპურის საუკეთესო ვარიაცია – რესტორანი „მენძელი“Ø საუკეთესო მცხობელი – ნელი ბოჭორიშვილიØ ვიზიტორთა რჩეული ხაჭაპური – „ოკო“ საცხობი ქუთაისიდანØ მომავალის ხაჩაპური – კოლეჯი ,,ახალი ტალღა“Ø საუკეტესო ხაჭაპური – რესტორანი „შინ და გორი“

Gepostet von STV.GE სამეგრელო am Samstag, 19. Oktober 2019

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქართული გასტრონომიის ეს დღესასწაული სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ, საქართველოში USAID-ის „ზრდა“ პროექტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრისა და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა.

ამ შთამბეჭდავი ღონისძიების „ხაჭაპურის კონკურსში“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 37 მოყვარულმა და პროფესიონალმა მზარეულმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასები, მათ შორის, გურამ ბაღდოშვილის მესხური ხაჭაპური, ესმა კუნჭულიას გურული ღვეზელის საიდუმლო და ისტორია, დალი ცატავას და გასტრონომიის ასოციაციის კვლევა საქართველოს გასტრონომიული კულტურის შესახებ, ხაჭაპურის გზა UNESCO-მდე და ყველის ასოციაციის ხელმძღვანელის ანა მიქაძის ყველის ამოყვანის მასტერ-კლასი.

ფესტივალი ასევე მოიცავდა რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობის მომზადების კონკურსს, ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

Ø მეგრული სამზარეულოს განუმეორებელი გემო – ბელა კუპრავა

Ø ყველაზე სწრაფი მზარეული დარეჯან ყოლანდარია (გარდენ პალასი)

Ø ხაჭაპურის საუკეთესო ვარიაცია – რესტორანი „მენძელი“

Ø საუკეთესო მცხობელი – ნელი ბოჭორიშვილი

Ø ვიზიტორთა რჩეული ხაჭაპური – „ოკო“ საცხობი ქუთაისიდან

Ø მომავალის ხაჩაპური – კოლეჯი ,,ახალი ტალღა“

Ø საუკეტესო ხაჭაპური – რესტორანი „შინ და გორი“

Related posts

დავით გოგუა: “ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში”

რედაქტორი

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ბადურ რაფავას ქვეყანა დაატოვებინა

რედაქტორი

აბასთუმანში სოფლის მხარადჭერის პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტების შერჩევას ალექსანდრე მოწერელია დაესწრო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი