STV
რეგიონი

პროექტი-„გაიცანი პროფესია“ გრძელდება

ამ პროექტის ფარგლებში ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები, ლიდერთა კლუბის წევრები შეხვდნენ პოლიტიკოსს, ეკონომისტს, იურისტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ქ. ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს-მერაბ ქვარაიას.საუბრის თემა იყო საპარლამენტო საქმიანობა, სტრუქტურა, ფრაქციები, კომიტეტები.

პარლამენტარმა ბავშვებს გააცნო გზა, რომელიც მან გამოიარა დაბადებიდან დღემდე, გაუზიარა მათ თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება და წარმატების სტრატეგია.
ასევე, ისაუბრა სხვადასხვა პროფესიაზე და აღნიშნა, რომ პროფესიის სიყვარული ხელს უწყობს საქმის კიდევ უფრო კარგად დაუფლებას.

“ ძალიან საინტერესო და ინტერაქტიული შეხვედრა გამოგვივიდა. ახალგაზრდებმა საოცარი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე. გულწრფელად აღფრთოვანებული და გახარებული დავრჩი მათი გონიერებით, სიღრმისეული აზროვნებითა და ხედვებით. როგორც პროექტის ავტორმა, ქალბატონმა ირმა კვირკვიამ აღნიშნა, დღევანდელი მასტერკლასი აღმოჩნდა მოზარდებისთვის საინტერესო და ნაყოფიერი, რაც აისახა შეხვედრის ხანგრძლივობაში”- აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა , შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს და ბიბლიოთეკას სიმბოლურად საკუთარი წიგნი უსახსოვრა და საქართველოს პარლამენტში ექსკურსიაზეც მიიწვია.

Related posts

წალენჯიხაში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

რედაქტორი

ხაიშელებს იანვრამდე ლიცენზირებული ხე-ტყის გატანის უფლება მიეცათ

რედაქტორი

სოფელ ეწერში საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი