STV
რეკლამა

სენაკში ესეისტს, სენაკის საპატიო მოქალაქეს ემილიანე (რეზო) ადამიას უმასპინძლეს

სენაკმა თავის გამორჩეულ შვილს, საყოველთაოდ აღიარებულ მხატვარს, ესეისტს, არაერთი საპატიო ტიტულის მფლობელს, სენაკის საპატიო მოქალაქეს ემილიანე (რეზო) ადამიას უმასპინძლა.

პერსონალურ გამოფენაზე, რომელსაც სენაკის მთავარანგელოზთა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მელქისედეკი (მიქავა), სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, კულტურის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ შექმნილი შედევრები – ,,კოლხური ოდების“ ციკლი და შემოქმედის თვალით დანახული ნოტრ-დამი.

გამომსვლელებმა – წმინდა ბერის, ალექსი შუშანიას სავანის წინამძღვარმა, აქრიმანდრიტმა მელქისედეკმა (მიქავა), სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, სენაკის საპატიო მოქალაქემ, ,,კოლხური ოდების“ გადარჩენის პროექტის ავტორმა პაატა ქურდოვანიძემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ზაზა ნაჭყებიამ, ფრაქციის მოადგილემ ინგა ქარდავამ, სენაკის საპატიო მოქალაქეებმა დარეჯან ფაჩულიამ, ლერი კართხიამ, დამირ კუჭავამ, მწერლებმა ლანდა მასხულიამ და ბედის დავითაიამ, აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი ადამიამ, კულტურის სფეროს ღვაწლმოსილმა მუშაკმა მარინე აბრამიამ ისაუბრეს მხატვრის პიროვნულ ღირსებებსა და შემოქმედებაზე.

მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებულმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა – ,,კოლხურმა ტრიომ“ და ვაჟთა ანსამბლმა, ხელოვნების დღესასწაულს განსაკუთრებული ხიბლი შემატეს.

Related posts

სალომე ზურაბიშვილი – მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი

რედაქტორი

სენაკში ,,ეტალონ მოსწავლე’’ გამოვლინდა

რედაქტორი

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი სენაკში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი