STV
რეგიონი

სამოქალაქო ბიუჯეტის კენჭისყრაში გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით 26 პროექტი განხორცილდება.

საკრებულოს სხდომათა დარბაზში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში შემოსული საპროექტო ინიციატივების ფარულ კენჭისყრაში გამარჯვებული და ფორმირების წესის მიხედვით გამოვლენილი პროექტების ავტორებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ და მერმა გიორგი შენგელიამ პროექტის ავტორებს, კენჭისყრაში ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს მადლობა გადაუხადეს, პროექტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ეგრისის ზონა

1. დასასვენებელი სივრცე (პარკი, სკვერი) – გოროზიას 114;
2. გადახურული სავარჯიშო ასაზიდი კონსტრუქციები – მ. კოსტავას ქუჩის ბოლო;
3. სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტრენაჟორები საჩრდილობელი ფანჩატურით – ბაგრატიონის და 25 დეკემბრის ქუჩების კვეთა;
4. საბავშვო ბაღის ღობის მოწყობა – 25 დეკემბრის ქუჩა #15;
5. მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობა – ა. წერეთლის ქუჩა #8;
6. ქუჩების ნუმერიზაცია;
7. მოსაცდელი – პუშკინის ქუჩაზე ტაძრის მიმდებარედ, საჯვაროს უბანი;
8. სკვერის რეაბილიტაცია ბავშვთა გასართობი სივრცით – სოხუმის ქუჩა;
9. საკალათბურთო მოედანი – ი. ჭავჭავაძის ქუჩა;

📍 მაცხოვრისკარის ზონა

1. მინი სპორტული სტადიონი – ბერანძის ქ. #11;
2. მინი სპორტული სტადიონი – ლომონოსოვის ქუჩის მიმდებარედ;
3. მინი სპორტული მოედანი – ლომთათიძის ქუჩის #1 შესახვევის მიმდებარედ;

📍 კოლხეთის ზონა

1. პიერ კობახიძისა და თაყაიშვილის ქუჩების ნუმერიზაცია და სამღებრო სამუშაოები – პიერ კობახიძისა და თაყაიშვილის ქუჩები;
2. სანიაღვრე არხი – ალ. ჭავჭავაძის ქუჩა;
3. სპორტულ-გასართობი მოედანი – მოსაშვილის ქუჩა.

📍 ოდიშის ზონა
1. მინი სტადიონის მოწყობა – თბილისის ქ. #2;
2. „ჯანმრთელი მომავალი“ (პარკი, სკვერი, საბავშვო სივრცე) – თაბუკაშვილის შესახვევი #4;
3. სატრენაჟორო სივრცე – ბერიას ქუჩა;
4. სპორტულ-გასართობი მოედანი – თბილისის ქ.;
5. ფიტნეს სივრცე “თაობა” – ზ. გამსახურდიას გამზირი, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია;
6. იონა მეუნარგიას სახელობის სკვერის კეთილმოწყობა – გამსახურდიას და თავისუფლების ქუჩების კვეთა;

📍 ენგურის ზონა

1. მრავალბინიანი კორპუსის ეზოს შემოღობვა და კეთილმოწყობა – თამარ მეფის ქ. #18;
2. ეზოს კეთილმოწყობა – თამარ მეფის ქ. #27,28,29;
3. მდ. კუჩხობონის სანაპირო ზოლის გამწვანება (პარკის მოწყობა), ხიდის რეაბილიტაცია – თამარ მეფისა და მაია წყნეთელის ქუჩების კვეთა;
4. სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტრენაჟორები – ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ;
5. სკვერის მოწყობა – თამარ მეფის #30 #33 კორპუსებს შორის.

Related posts

სოფელ ფახულანში გაჩენილ ხანძარს 90 წელს გადაცილებული მამაკაცი ემსხვერპლა

რედაქტორი

სამეგრელოში უამინდობის გამო გამოწვეული დაზიანების ნაწილის აღდგენა სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ოპერატიულად მოახდინა

რედაქტორი

ლაშა გვასალია – ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი