STV
რეკლამა

სენაკში, სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია

სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია.
ამ ეტაპზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა სტიქიის შემდეგ ობიექტებზე:

ქ. სენაკში – ჭავჭავაძის ქუჩაზე, ღელე ,,ფიცუმდე”, საავტომობილო გზის ორივე მხარეს მოეწყო ცხაურები

დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ე.წ. ,,საკირესთან“, ღელე ,,ხაბაზეთზე“ მოეწყო რკინა-ბეტონის ჯებირი და ჩატარდა საძირკვლის გამაგრებით სამუშაოები

სახოკიას ქუჩაზე – მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციით მოეწყო მილხიდის ჯებირი და ცხაური

აღნიშნული სამუშაოები შპს ფირმა ,,იმედმა“ განახორციელა.

იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიასთან გამავალ ღელეზე მოეწყო ნაპირდამცავი გაბიონი

ჩხეტიას ქუჩის პირველი ჩიხში, დაიგო სასაფლაომდე მისასვლელი რკინა-ბეტონის გზა

აღნიშნულ სამუშაოები შპს ,,TWINS თვინსმა“ აწარმოა.

მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა საგაბესკირიოს უბანთან დამაკავშირებელი ბეწვის ხიდის აღდგენითი სამუშაოები

თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა გოლასკური-ტყირის დამაკავშირებელი ბეწვის ხიდის აღდგენითი სამუშაოები

ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში, რეაბილიტირდა მდინარე გურძემიაზე არსებული ბეწვის ხიდი

აღნიშნული სამუშაოები შპს ,,აფომ“ განახორციელა.

ქ. სენაკში – მშვიდობის ქუჩაზე აღდგა ჩამოქცეული რკინა-ბეტონის ჯებირი

რუსთაველის 112-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინ არსებულ სანიღვრე არხზე განხორციელდა ბეტონის ჯებირის გამაგრებითი და მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები

აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები შპს ფირმა ,,იმედმა“ განახორციელა.

კოსტავას და დადიანის ქუჩების კვეთაზე გამავალ ღელეზე ჩატარდა საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები და ფსკერი მოეწყო მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციით

სამუშაოები შპს ,,ჯი ბი ჯიმ“ შეასრულა.

ქალაქად და სოფლად, სტიქიის დარჩენილი ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.

Related posts

ჩხოროწყუს მერი სოფელ ახუთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

რედაქტორი

გმირი, რომლის მაგალითზე თაობები აღიზრდებიან…

რედაქტორი

პრინციპული არჩევანი – ზუგდიდი ირჩევს სალომეს [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი