STV
რეგიონი

სენაკში გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში უპრეცენდენტო ტემპით მიმდინარეობს გაზიფიცირების ქსელის როგორც სამშენებლო, ასევე გაზიფიცირებული უბნების გამრიცხველიანების სამუშაოები.

დღეს, ბელიაშვილისა და თამარ მეფის ქუჩებზე, გაზიფიკაციის სამუშაოები დაიწყო.

უახლოეს პერიოდში, სამუშაოები შხეფის უბანს სრულად მოიცავს, რომლის დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირით 180-ზე მეტი აბონენტი ისარგებლებს.

ამ ეტაპზე, ბუნებრივი აირის მაგისტრალს მიწის ქვეშ ათავსებენ.

ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს გაზიფიკაციის სამუშაოები ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის კოტიანეთის უბანში, სადაც წლების შემდეგ, 130-ზე მეტი აბონენტი გაზიფიცირდება.

თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის ტყირის უბანში სამუშაოები მალე დასრულება, რის შედეგადაც, ბუნებრივი აირით 100-ზე მეტი აბონენტი ისარგებლებს.

სამუშაოებს, ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დაკვეთით, შპს ,,გაზ კონსტრაქტი“ აწარმოებს.

ბუნებრივი აირის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, აბონენტების გამრიცხველიანებას შპს ,,გასკო+” უზრუნველყოფს.

აღნიშნული უბნების მოსახლეობა აქამდე არ ყოფილა გაზიფიცირებული.

წლების შემდეგ, მოსახლეობის წინაშე ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემა ადგილობრივი ხელისუფლების უშუალო ძალისხმევით განხორციელდა.

გაზმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს.

Related posts

თაზო ფაცაცია: დემეტრეს ჩემს თვალს დავუთმობ!

რედაქტორი

ზუგდიდში ნიკოლაძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

რედაქტორი

ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრთან შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი