STV
რეგიონი

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი სამეგრელოს სტუმრობდა

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი ელიორ განიევმა, უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილესთან და ოფიციალური დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ფოთის და ანაკლიის პორტების ტერიტორიები დაათვალიერა. უზბეკეთის ვიცე-პრემიერს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის და ფოთის მერებთან ერთად უმასპინძლა.

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი სამეგრელოს სტუმრობდა

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი ელიორ განიევმა, უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილესთან და ოფიციალური დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ფოთის და ანაკლიის პორტების ტერიტორიები დაათვალიერა. უზბეკეთის ვიცე-პრემიერს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის და ფოთის მერებთან ერთად უმასპინძლა.ფოთის პორტის გარდა ელიორ განიევი, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონას და APM ტერმინალის სათაო ოფისს სტუმრობდა. უზბეკეთის ვიცე-პრემიერსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს შორის ოფიციალური შეხვედრა ფოთის მერიაში გაიმართა.ელიორ განიევის განცახდებით, საქართველოს და უზბეკეთს ტვირთების გადაზიდვის მხრივ თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნიათ, სწორედ ამიტომ უზბეკეთი დაინტერესებულია ქართული პორტების საშუალებით ტვირთის გადაზიდვა გაზარდოს. შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ტვირთების ნაკადის გაზრდა, რომელიც საქართველოზე გაივლის, ძალიან მაღალ ეკონომიკურ ეფექტს განაპირობებს.უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში იმყოფება. 2017 წლის ფორუმმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას მისცა ბიძგი. საქონლის ბრუნვა ქვეყნებს შორის 30 პროცენტით გაიზარდა.თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს. ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი.

Gepostet von STV.GE სამეგრელო am Mittwoch, 23. Oktober 2019

ფოთის პორტის გარდა ელიორ განიევი, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონას და APM ტერმინალის სათაო ოფისს სტუმრობდა. უზბეკეთის ვიცე-პრემიერსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს შორის ოფიციალური შეხვედრა ფოთის მერიაში გაიმართა.

ელიორ განიევის განცახდებით, საქართველოს და უზბეკეთს ტვირთების გადაზიდვის მხრივ თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნიათ, სწორედ ამიტომ უზბეკეთი დაინტერესებულია ქართული პორტების საშუალებით ტვირთის გადაზიდვა გაზარდოს. შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ტვირთების ნაკადის გაზრდა, რომელიც საქართველოზე გაივლის, ძალიან მაღალ ეკონომიკურ ეფექტს განაპირობებს.

უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში იმყოფება. 2017 წლის ფორუმმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას მისცა ბიძგი. საქონლის ბრუნვა ქვეყნებს შორის 30 პროცენტით გაიზარდა.

თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს. ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი.

Related posts

სამეგრელოში საავტომობილო გზების სრული რეაბილიტაცია იწყება

რედაქტორი

ზუგდიდის ჰოსპიტალში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება

რედაქტორი

ანაკლიაში საოჯახო სასტუმრო უცხოელ ტურისტებს უფასოდ უმასპინძლებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი