STV
რეგიონი

შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ 83 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ 83 წლის იაშა არნანიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო. პროკურორ მაია ჯაბუას განცხადებით, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე აუცილებელია პატიმრობის გამოყენება.

,,წამალი რომ ვიყიდო იმის ფული არ მაქვს და გირაოს ვერ გადავიხდი, დავჯდები არა რა ვქნა,”- განაცხადა იაშა არნანიამ სასამართლო სხდომაზე.

ცნობისთვის,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი ცივი იარაღით 19 ოქტომბერს დაჭრა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით დაიწყო რაც ოჯახური დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 22 ნოემბერს ჩაინიშნა.

Related posts

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სენაკში აღნიშნეს

რედაქტორი

სამეგრელოს გუბერნატორს ახალი მოადგილე ჰყავს

რედაქტორი

მარტვილში წმინდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე აღნიშნეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი