STV
რეგიონი

ძმის მკვლელობაში ბრალდებულს ზუგდიდის სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ არღვლიანს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნატრული აკობიამ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის მირანდა მუმლაძის შუამდგომლობა.თავად, ბრალდებული აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.

,,დანაშაული მაქვს, ჩემი ბრალი იყო ყველაფერი.აღკვეთის ღონისძიების შეცვლა თუ შეიძლება პატიმრობის 10 ათას ლარად. იმიტომ გავიქეცი რომ თავი მომეკლა. მიმალვის საფრთხე არ არსებობს,”- განაცხადა ბესიკ არღვლიანმა სასამართლო სხდომაზე.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში ძმამ ძმა 20 ოქტომბერს მოკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემდეგი სასამართლო სხდომა 16 დეკემბერს გაიმართება.

Related posts

სენაკის სოფლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მეორე ეტაპი დასრულდა

რედაქტორი

სენაკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

“ხალხის არჩეული მერი არ გადადგეს”-სოციალურ ქსელში ახალი გვერდი შეიქმნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი