STV
ექსკლუზივი

ექსკლუზივი: ზუგდიდის მერიაში საკადრო ცვლილებები იგეგმება

ზუგდიდის მერიაში რეორგანიზაცია დასრულების ეტაპზეა. როგორც STV.GE-შთვის ექსკლუზიურად ხდება ცნობილი. ახალ თანამდებობებს ახალი და მერიაში ცნობილი სახეები დაიკავებენ.

კონკრეტულად კი, ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობას, ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოქმედი მოადგილე იდა ქვარაია დაიკავებს. იდა ქვარაია ზუგდიდის მერიაში 2013 წლიდან მაღალ თანამდებობებს იკავებს და ის ერთ-ერთ კვალიფიციურ კადრად ითვლება. თანამდებობა, სადაც იდა ქვარაია ინიშნება ადრე რუსლან კილასონია იკავებდა. მოგვიანებით კილასონია ზუგდიდის მერის თანაშემწედ დაინიშნა.

ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელად ზუგდიდის მერიაში უკვე ყოფილ უფროსს, თენგიზ ქობალიას ზუგდიდის რესურსცენტრის აუდიტის ხელმძღვანელი მიხეილ ჭკადუა ჩაანაცვლებს.

ზუგდიდის მერიაში აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა STV.GE-სთვის ცნობილი ხდება, რომ იურიდიული გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე მიღებულია.

Related posts

ექსკლუზივი: იწყება თუ არა რეორგანიზაცია ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში?!

რედაქტორი

ექსკლუზივი: მალხაზ თორია სამეგრელოს რეგიონის სუსის უფროსად ინიშნება

რედაქტორი

ექსკლუზივი: „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ დირექტორი ნოე პერტაია თანამდებობას ტოვებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი