STV
რეკლამა

სენაკის მერიაში ფინანსური მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა (R)

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, პროექტის  ,,საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება – ფინანსური და სააღრიცხვო სისტემები’’ ფარგლებში, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურების წარმომადგენლებისთვის, დაიწყო ტრენინგი ფინანსური შემოსულობების პროგნოზირების (gash flow-ის შემოსავლების ნაწილი) გეგმის შედგენის საკითხებზე.

ფინანსური მართვის თემაზე ორდღიან სამუშაო შეხვედრას, საკონსულტაციო კომპანია ,,კარდინო’’,  მეორე რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების (SRMIDP) პროგრამის ფარგლებში, კონსულტაციებისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.

ტრენინგს,  პროგრამის  ექსპერტი, პროფესორი შოთა მურღულია უძღვება.

აღნიშნული პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის დაკვეთით მიმდინარეობს.

Related posts

ნოქალაქევის საზაფხულო სკოლის პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

სენაკში სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია

რედაქტორი

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი