STV
რეგიონი

გიორგი გახარია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო, რომელიც დასასრულს უახლოვდება. პრემიერმა პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო და განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის, სასეირნო ბილიკების მოწყობას.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციამ მოამზადა. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.

Related posts

ზუგდიდში წვრილმანი ხულიგნობისთვის presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე დააკავეს

რედაქტორი

სენაკში ლურჯი მოცვის პლანტაცია ალექსანდრე მოწერელიამ დაათვალიერა

რედაქტორი

ზუგდიდში დაკავებული ბესიკ დებუაძის გათავისუფლებას ითხოვენ [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი