STV
რეგიონი

ლახამულასა და ნაკრას თემის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა

მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულასა და ნაკრას თემის მოსახლეობის ნაწილმა ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ნაკრასა და ლახამულას თემში არსებულ ბიტკოინების ქარხანას ხმარდება მათთვის განკუთვნილი ელექტროენერგია და შესაბამისი ორგანოებიდან კონკრეტულ გადაწყვეტილებას ელოდებიან.

აქციის მონაწილეებს მესტიის მერი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი შეხვდა. როგორც ვიბლიანმა განაცხადა, აღნიშნული პრობლემა და ელექტროენერგიის შეწყვეტა ელექტროხაზების დაზიანებას უკავშირდება, რაც უახლოეს მომავალში მოგვარდება.რაც შეეხება მესტიაში ბიტკოინების ქარხნის არსებობის, ამის შესახებ ინფორმაციას ვიბლიანი არ ფლობს.

Related posts

მოემატებათ თუ არა ზუგდიდის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები? – საკრებულო ხვალ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს

რედაქტორი

ქვემო ქვალონში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რედაქტორი

ნოჯიხევში სოფლის კრებას მთავრობის წარმომადგენლები და სახელმწიფო რწმუნებული დაესწრნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი