STV
რეკლამა

სახალხო დღესასწაულისთვის, ,,ეგრისობა 2019”-თვის მზადება დაწყებულია

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე, ,,ეგრისობა 2019-ის“ საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი კახაბერ კუპრეიშვილი ჯგუფის წევრებთან ერთად, ნოქალაქევის უძველეს ციხე-ქალაქში იმყოფებოდნენ, სადაც დეტალურად იქნა განხილული სახალხო დღესასწულის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა.

2 ნოემბერს, სახალხო დღესასწაული ,,ეგრისობა” სანახაობრივად მრავალფეროვანი ღონისძიებებით უმასპინძლებს სენაკთან დაძმობილებული ქალაქების დელეგაციებს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა თაობის სენაკელს და სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები, მოკლე ტურები, ეთნოგრაფიული კუთხეების, ხალხური რეწვისა და ადგილობრივ შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენები, ყველის ფესტივალი, საპატიო სენაკელების წარდგენა-დაჯილდოების ცერემონიალი.

დღესასწაულს დაასრულებს გრანდიოზული გალა -კონცერტი ცნობილი ქართველი შემსრულებლების, ანსამბლ ,,შვიდკაცას“ და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.

Related posts

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ფოტო-ვიდეო კონკურსი გაიმართა

რედაქტორი

,,დედა, ქალი, გაზაფხული…” – გალა-კონცერტი სენაკში

რედაქტორი

სენაკში, პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი