STV
ექსკლუზივი

ზუგდიდში, გარდაცვლილი პაციენტის შვილმა მკურნალ ექიმს სცემა

ზუგდიდში გარდაცვლილი პაციენტის ძმამ და არასრულწლოვანმა შვილმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი გიორგი გერლიანი სცემეს, ამის შესახებ STV-სთვის რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

შემთხვევა გუშინ საღამოს, ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიასთან მოხდა. ნაცემი ექიმი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ და არც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არაფერს ამბობენ.

როგორც STV-მ გაარკვია, ქირურგმა გიორგი გერლიანმა ცოტა ხნის წინ ადგილობრივ თ.ზ-ს ბარიატრიული ოპერაცია ჩაუტარა, რამაც გართულება გამოიწვია. ავადმყოფი მკურნალობის მიზნით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მოხდა მისი გარდაცვალება.

ქირურგი გიორგი გერლიანი

პაციენტის გარდაცვალების მიზეზები უცნობია, თუმცა მისი ოჯახის წევრები და ახლობლები თვლიან, რომ გარდაცვალება ოპერაციის შემდგომმა გართულებებმა გამოიწვია, რაშიც ქირურგ გიორგი გერლიანს ადანაშაულებენ.

“თბილისში ისე წაიყვანეს პაციენტი, რომ ამის მიზეზი არავისთვის უთქვამთ. ექიმიც და პაციენტის ერთ ქუჩაზე ცხოვრობენ, მეზობლები  არიან და არ უნდოდათ ამის აფიშირება, მაგრამ როცა უკვე ამ ყველაფერს მოჰყვა პაციენტის გარდაცვალება, საქმე სხვაგვარად წარიმართა”-აცხადებს STV.GE-სთან გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობელი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ზუგდიდის პოლიციამ სწრაფი რეაგირება მოახდინა. გამოვლენილია ექიმის ცემაში ეჭვმიტანილი პიროვნება – გარდაცვლილი პაციენტის არასრულწლოვანი შვილი, თუმცა ის ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

Related posts

ვის დაასახელებს ზუგდიდის მერობის კანდიდატად “ქართული ოცნება”?

რედაქტორი

დავით კოდუა -ჩემი თანამდებობიდან წასვლით არ იცვლება ჩემი დამოკიდებულება

რედაქტორი

გუბერნატორის ადმინისტრაციის დატოვებას კიდევ ერთი სამსახურის უფროსი აპირებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი