STV
შემთხვევა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდი-ჯვარი – მესტიის ჩხორიის მონაკვეთზე. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჯვარის მხრიდან მომავალი ოპელის მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს და შემდეგ ხეს შეეჯახა.

მათივე თქმით მანქანაში მსხდომები გადმოვარდნენ და მათი მდგომარეობა მძიმეა. სამი დაშავებული 112 ის ბრიგადებმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამ წუთებში მათ გამოკვლევები უტარდებათ. ადგილზე მობილიზებულია შსს ზუგდიდის სამმართველო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

Related posts

სოფელ შუა ხორგაში ტრაქტორის ქვეშ 60 წლამდე მამაკაცი მოჰყვა

რედაქტორი

ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ბალონი აფეთქდა

რედაქტორი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ახალსოფელში [ფოტო და ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი