STV
კულტურა

“ჩელა” და “ოდოია” გასვლით კონცერტებზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითათარების ცენტრის ანსამბლების გასვლითი კონცერტი ჩოხატაურის კულტურის სასახლეში წარმატებით შედგა. კონცერტის მონაწილეები იყვნენ რეზო ბულიას სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,ჩელა”, ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდოია” (უხუცესთა ანსამბლები), ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ჩელა” და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდოია”.

კონცერტს, როგორც ზუგდიდის, ისე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ადმინისტრაციის ინიცირებული ეს კონცერტი პერმანენტული ხასიათის იქნება და მომავალში, ის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს მოიცავს.

,,ხელოვნების ენა ყველაზე კარგი საკომუნიკაციო საშუალებაა და როგორც ჩვენ ვესტუმრეთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ჩვენი კულტურის გასაცნობად, ისე მათ და სხვა რეგიონის წარმომადგენლებს ვიწვევთ ჩვენი ცენტრის საკონცერტო დარბაზში ჩვენი მუნიციპალიტეტის აუდიტორიის წინაშე წარსადგენად” – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა, მანუჩარ სამუშიამ.

კონცერტის დასასრულს, რეზო ბულიას სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა ,,ჩელამ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურს საჩუქრად ზუგდიდელი მხატვრის, ვალოდია კუხალეიშვილის ტილოზე შესრულებული ცხენზე ამხედრებული სალომე დადიანის პორტრეტი გადასცა, ხოლო ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეს, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის სახელით, რობერტ აბსანძის თიხის ნამუშევარი, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის გამოსახულებით გადაეცა.

Related posts

ფესტივალ Echowaves 23 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე გაიხსნება

რედაქტორი

აშილ მიურატის შთამომავლებმა ზუგდიდში, ისტორიული ფოტოების გამოფენა გამართეს

რედაქტორი

ბიძინა ივანიშვილის დახმარებით თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოს დაუბრუნდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი