STV
რეგიონი

მამა პეტრემ, იღუმენია თამარმა და მამა ანდრია სარიამ ეპარქია დატოვეს

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ, წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა იღუმენია თამარ გამყრელიძემ და ინჩხურის ამბროსი ხელაიას სახელობის მონატრის წინამძღვარმა მამა ანდრია სარიამ ეპარქია უკვე დატოვეს.

როგორც ეპარქიის დატოვებამდე ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას პეტრე ცაავამ განაცხადა, სულის საცხონებლად სულიერი ცხოვრების გაგრძელებას აპირებს, რადგან სიკვდილამდე აღთქმა აქვს დადებული იესო ქრისტეს მორჩილებისა, სახარებისა, წმინდა მამათა სწავლებისა და მორჩილების აღსრულებას მხოლოდ რჯულის კანონის ფარგლებში გეგმავს, რაც შეეხება უწმინდესობას, მას არ დაემორჩილება.

,,სასჯელები დაწყებულია, სერიები დაწყებულია მე მზად ვარ ნებისმიერი სასჯელისთვის. თეოლოგების მხრიდან მხილება მოხდა, მას სამგზის სირცხვილი უწოდეს. გაცემულია პასუხი. მე გავუგზავნე ქორეპისკოპოსს და ვთხოვე პატრიარქისთვისაც გაეგზავნათ თუ რამდენად სამარცხვინო იყო განჩინება კანონიკურად. მთელი ცხოვრება სინანულით უნდა გავატარო და არასოდეს მავიწყდება სიტყვები იოანე ნათლისმცემლისა. ,,შეინანეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი” მიმაჩნია, რომ პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს. უნდა გაგრძელდეს ან უნდა დავისაჯო ცილისწამებისათვის ან დამტკიცდეს ჩემი ბრალდება კანონიკური სამართლის მიხედვით. ვაპირებ ბრძოლას სიწმინდისათვის, სამართლიანობისათვის, მართლმადიდებლობისათვის,”- განაცხადა პეტრე ცაავამ.

პარალელურად ეპარქიაში ინვენტარისა და უძრავ-მოძრავი ქონების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს, რასაც სასულიერო პირების განცხადებით, მინიმუმ 2 კვირა დასჭირდება.

Related posts

პრემიერი მართვის ცენტრში მავნებელთან ბრძოლის შედეგებს გაეცნო

რედაქტორი

სოფელ შავღელეში მცხორებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამობა სამეგრელოს გუბერნატორმა მიულოცა

რედაქტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველო მშვიდობსათვის” პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთში დასრულდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი