STV
რეკლამა

სენაკის მეორე საჯარო სკოლაში ნორჩ ინტელექტუალთა პაექრობა გაიმართა (R)

საქართველოს ეროვნული გმირის – ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მეორე საჯარო სკოლის საკონცერტო დარბაზში ნიჭიერების, გონიერების, სისხარტისა და კრეატიულობის დღესასწაული ,,ინტელექტუალური თამაში 2019“ გაიმართა.

მეხუთე კლასის დამრიგებლის, პედაგოგ გულნარა ბარკალაიას ორგანიზებით გამართულ, სანახაობრივად საინტერესო და დაძაბულ ინტელექტუალურ თამაშს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი თამარ სალაყაია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახალისო, ინტელექტუალურ და დადებითი ემოციებით აღსავსე დღესასწაულზე ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში – ,,ყველაზე კრეატიული გუნდი“, ,,მხატვრული კითხვის ნორჩი ოსტატი“, ,,ვიოლინოს პატარა ჯადოსანი“, ,,ინტელექტუალთა გუნდის საუკეთესო კაპიტანი“, ,,ჟიურის რჩეული“, ,,მაყურებლის სიმპათია“ – გამაჯვებული მოსწავლეები გამოავლინა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი მიესალმა ამ საინტერესო ინიციატივას, მან, ნორჩ ინტელექტუალებს, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ყველა, ვინც ამ დაძაბულ თამაშში მონაწილეობს, გამარჯვებულია.

ლევან კუპრეიშვილმა დაანონსა, რომ უახლოეს პერიოდში, ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და მალე, მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზით ისარგებლებენ.

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ნორჩ ინტელეტუალებს შემდგომი წარმატებები უსურვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს საკრებულოს წევრმა, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა თამარ სალაყაიამ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ზაზა ნაჭყებიამ, თავმჯდომარის მოადგილემ ინგა ქარდავამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დარეჯან ზარანდიამ, ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ თეა ფუტკარაიამ.

,,წლის ინტელექტუალი“ ნორჩი ინტელექტუალთა გუნდის ,,ნოუ ჰაუ“ კაპიტანი, მეხუთე კლასის მოსწავლე ამირან გოგია გახდა. მასვე ხვდა წილად ,,მაყურებლის სიმპათია“ და ,,ჟიურის რჩეულის“ ტიტული.

Related posts

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი სენაკში

რედაქტორი

ირაკლი კობახიძე – ამ საპრეზიდენტო კამპანიას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ”

რედაქტორი

სენაკის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი